How Baril Coatings Accelerated Its Digital Transformation
Discover how Baril Coatings modernized operations with a cloud ERP, improved data visibility and supported sustainability goals with Prodware
✔ლოკალიზებულია ქართული ბაზრისთვის
✔ მასშტაბირებადია მცირე გუნდებიდან მსხვილ საწარმოებამდე
✔ შექმნილია Microsoft Dynamics 365 Business Central-ის ბაზაზე
ჩვენი HR გადაწყვეტილება ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს ადამიანური რესურსების მართვა თანამედროვე, ეფექტურ და სრულად ციფრულ პროცესად აქციონ.
• HR პროცესების სრული ავტომატიზაცია და ოპტიმიზაცია
• ხელფასების სწრაფი, ზუსტი და უსაფრთხო დაანგარიშება
• თანამშრომელთა ჩართულობის გაზრდა თვითმომსახურების პორტალის საშუალებით
• მონაცემებზე დაფუძნებული ანალიტიკა და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება
• ერთიანი პლატფორმა HR პროცესების სრული კონტროლის, გამჭვირვალობისა და უსაფრთხოებისთვის
გაამარტივეთ HR მართვა, დაზოგეთ დრო და გაზარდეთ თქვენი ორგანიზაციის ეფექტურობა თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით.
ჩვენი გადაწყვეტილება საშუალებას გაძლევთ:
დაასტრუქტურეთ თქვენი HR ორგანიზაცია იურიდიული ერთეულების, დეპარტამენტებისა და პოზიციების მკაფიო და ცენტრალიზებული ხედვით. მარტივად მართეთ თანამშრომელთა რაოდენობა, აქტიური და ბიუჯეტირებული პოზიციები, რათა უზრუნველყოთ სამუშაო ძალის დაგეგმვა და ორგანიზაციული თანმიმდევრულობა.
ცენტრალიზებულად აერთიანებს თანამშრომლების პერსონალურ და საკონტაქტო ინფორმაციას, ასევე უზრუნველყოფს შრომითი ხელშეკრულებებისა და დანამატების მართვას. უზრუნველყოფს ხელშეკრულებების ვადის ავტომატური შეტყობინებებით კონტროლს, რაც HR გუნდს ეხმარება ქონდეთ ზუსტი მონაცემები დასაქმებასთან დაკავშირებულ საკვანძო ეტაპებზე და წინასწარ შეძლონ მათი გათვალისწინება.
გაამარტივეთ თანამშრომლის დასაქმების სრული ციკლი – აყვანა, პოზიციური თუ სახელფასო ცვლილებები, შეთავსებები, ხელშეკრულებების გაგრძელება და შეწყვეტა – სტრუქტურირებული და თანმიმდევრული ვორქფლოუების მეშვეობით.
აღრიცხეთ სამუშაო დრო, შვებულებები, ბიულეტენები და მივლინებები. მიიღეთ ზუსტი მონაცემები არყოფნის ბალანსებზე მთელი ორგანიზაციის მასშტაბით.
მზად ხართ აიყვანოთ ხელფასების ადმინისტრირება ახალ დონეზე?
დაგვიკავშირდით და მიიღეთ: პერსონალიზებული დემო ვერსია, თქვენი პროცესების შეფასება, ასევე დანერგვის ხედვა და გზამკვლევი (Roadmap). დაიწყეთ დღესვე!
გაამარტივეთ ხელფასების დათვლისა და სახელფასო უწყისების მართვის პროცესი – ერთიანი, ინტეგრირებული სისტემით.
ავტომატიზაცია გაუკეთეთ საშემოსავლო გადასახადების, საპენსიო შენატანებისა და სოციალური სარგებლის მართვას — ადგილობრივ კანონმდებლობასთან სრული შესაბამისობით. სახელფასო მოდული უსაფრთხოდ მართავს სავალდებულო დეკლარაციებს და საკანონმდებლო მოთხოვნებთან დაკავშირებულ პროცესებს, ამცირებს რისკებს და უზრუნველყოფს სიზუსტეს ყოველი სახელფასო ციკლის განმავლობაში.
ავტომატიზაცია გაუკეთეთ ხელფასების დაანგარიშებას მაღალი სიზუსტით – ცვლადი ანაზღაურების, ბონუსების, ზეგანაკვეთურისა და სხვადასხვა დაქვითვების გათვალისწინებით. სახელფასო გატარებები ავტომატურად ისახება თქვენს საბუღალტრო სისტემაში, ხოლო გადარიცხვების ფაილების ექსპორტი შესაძლებელია ბანკებისთვის მისაღებ ფორმატში, რათა ფინანსური ოპერაციები სწრაფად და შეუფერხებლად წარიმართოს.
ავტომატურად შექმენით დეტალური სახელფასო უწყისები (ფეისლიპი), რომლებიც მოიცავს სარგებელს, დაქვითვებს, ავანსებსა და ცვლად ანაზღაურებას. სახელფასო უწყისები ავტომატურად ფორმირდება და უსაფრთხოდ მიეწოდება თანამშრომლებს ელფოსტის საშუალებით, რაც უზრუნველყოფს გამჭვირვალობას, პროცესების თანმიმდევრულობას და HR გუნდის დროის ეფექტიან გამოყენებას.
ESS პორტალი თანამშრომლებს აძლევს სრულ კონტროლს მათ HR-თან დაკავშირებულ პროცესებზე:
ჩვენი გადაწყვეტა უზრუნველყოფს მონაცემთა უსაფრთხოებასა და კანონმდებლობასთან შესაბამისობას HR და Payroll ოპერაციების ყველა ეტაპზე.
Discover how Baril Coatings modernized operations with a cloud ERP, improved data visibility and supported sustainability goals with Prodware
Discover how BÜFA Composites Benelux modernized ERP, scaled operations and supported European growth with Microsoft Business Central.
Discover how CLC Electro Marcilla optimized logistics and partner connectivity with a scalable ERP solution powered by Business Central.
See how Coldec used Microsoft Dynamics 365 Business Central to manage global operations, improve flexibility and secure data.
See how Gräper used Dynamics 365 Field Service and Microsoft 365 to streamline operations, improve data access and scale services.
See how Heliox integrated ERP and CRM with Dynamics 365 to improve supply chain, sales and service performance globally.
დიახ. „თიბისი ბანკი“ (ჩვენი ერთ-ერთი კლიენტი) ერთიან სისტემაში 8,500-ზე მეტ თანამშრომელს მართავს, რომელიც ინტეგრირებულია 15 შიდა სისტემასთან. ამასთან, მნიშვნელოვნად არის შემცირებული ხელფასების გაანგარიშების დრო, რაც ამ გადაწყვეტის მასშტაბურობის საუკეთესო მაგალითია.
თვითმომსახურების პორტალი (Self-service portal) ინტეგრირდება ორგანიზაციის შიდა სისტემებთან და თანამშრომლები მას ყოველდღიურად იყენებენ. ხელფასების ჩანაწერები ავტომატურად აისახება თქვენს საბუღალტრო პროგრამაში და ექსპორტირდება ბანკისთვის მისაღებ ფორმატებში.
დიახ. გადაწყვეტა ლოკალიზებულია საქართველოსთვის და ეფუძნება Microsoft Dynamics 365 Business Central-ს. ის სრულად შეესაბამება ადგილობრივ კანონმდებლობას, მათ შორის საშემოსავლო გადასახადს, საპენსიო შენატანებსა და დეკლარაციებს შემოსავლების სამსახურის (RS.ge) ფორმატში.
Prodware არის Microsoft-ის სტრატეგიული პარტნიორი ადამიანური კაპიტალის მართვის სფეროში. ჩვენ ვთავაზობთ კომპლექსურ, ადგილობრივ ბაზარზე მორგებულ გადაწყვეტილებას, რომლებიც ზრდის HR ოპერაციების ეფექტიანობას, ამცირებს ადმინისტრაციულ ტვირთს და ეხმარება ორგანიზაციებს სტრატეგიული მიზნების ფოკუსირებაში.
Tell us about your project and we’ll show you how Prodware can transform your business.